დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო განაგრძობს მოლაპარაკებას
ინდოეთისა და პაკისტანის ოფიციალურ წარმომადგენლებთან კრიზისული ვითარების მოსაგვარებლად ქაშმირში. დღეს დილით, ისლამაბადში, ჯეკ სტრო თავის პაკისტანელ კოლეგას ინამალულ ჰაქს ეთათბირა. მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ სტრომ განაცხადა, რომ ისლამაბადის ძალისხმევის წყალობით, ქაშმირში იკლო ისლამისტ სეპარატისტთა თავდასხმებმა ინდოეთის ობიექტებზე. და მაინც, ჯეკ სტროს მიაჩნია, რომ ვითარების ნორმალიზაციამდე ჯერ კიდევ დიდი მანძილია გასავლელი. მოგვიანებით სტრო დელის ეწვევა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იაშვანტ სინგხთან გამართავს მოლაპარაკებას.