Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მოუწოდა კონგრესს
მიიღოს კანონპროექტი, რომელიც მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს კორპორაციებს. თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზეა დამოკიდებული ამერიკელი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა. ხსენებული კანონპროექტი, როგორც ჯორჯ ბუშს მიაჩნია, აამაღლებს კორპორაციათა ხელმძღვანელებისადმი ეთიკურ მოთხოვნათა დონეს და ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. კონგრესის ორივე პალატამ უკვე მიიღო შესაბამისი კანონპროექტები. ამჯერად, ერთობლივმა კომიტეტმა, ისინი, რეფორმების ერთიან პაკეტში უნდა გააერთიანოს.
XS
SM
MD
LG