Accessibility links

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა


რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დასრულდა ატომური წყალქვეშა ნავის

რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ვლადიმირ უსტინოვმა დღეს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დასრულდა ატომური წყალქვეშა ნავის
”კურსკის” ჩაძირვასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიება. ”კურსკმა” 2000 წლის აგვისტოში განიცადა ავარია ბარენცის ზღვაში. როგორც გამოძიებამ დაადგინა, კატასტროფის მიზეზი იყო სასწავლო ტორპედოს საწვავის კომპონენტთა აფეთქება. ექსპერტების დასკვნით, ”კურსკის” 118-ვე მეზღვაური დაიღუპა აფეთქებიდან არაუგვიანეს რვა საათის შემდეგ, ამიტომ მაშველებს არ ჰქონდათ მათი გადარჩენის არავითარი შანსი. უსტინოვმა განაცხადა, რომ ეკიპაჟი არ არის ტრაგედიაში დამნაშავე. ტორპედოს შემქმნელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია.
XS
SM
MD
LG