Accessibility links

logo-print

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს


საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსი კოლეგებისგან არ მიუღია ინფორმაცია პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მეამბოხეთა გადასვლის თაობაზე.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსი კოლეგებისგან არ მიუღია ინფორმაცია პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მეამბოხეთა გადასვლის თაობაზე.
ამის შესახებ, სასაზღვრო უწყების შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ კორნელი სალიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. სალიას თქმით, საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი რეზერვისტების მიერ არის გამაგრებული. რუსეთის მასმედიის მონაცემებით, იტუმ-კალის რაზმის მესაზღვრეები ებრძვიან მეამბოხეთა 60-კაციან ჯგუფს, რომელმაც ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, კერძოდ კერიგოს ხეობაში, საქართველოდან შეაღწია. რუსეთის სარდლობის ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა ხუთი, ხოლო დაიჭრა სამი სამხედრო მოსამსახურე. მოკლულ იქნა სამი ჩეჩენი მეამბოხე, ხოლო ორი – ტყვედ აიყვანეს.
XS
SM
MD
LG