Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა


იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ უაღრესად დაიძაბა მისი ურთიერთობა სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩთან.

იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ უაღრესად დაიძაბა მისი ურთიერთობა სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩთან.
სააგენტო ”ბეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში კოშტუნიცამ მძაფრად გააკრიტიკა ჯინჯიჩი იმის გამო, რომ სერბიის პრემიერ-მინისტრმა ამ რესპუბლიკის პარლამენტიდან ამ კვირაში გააძევა 45 დეპუტატი, რომლებიც სერბიის დემოკრატიული პარტიის წევრები არიან. ამ პარტიას ვოისლავ კოშტუნიცა ხელმძღვანელობს. კოშტუნიცამ განაცხადა, რომ ჯინჯიჩის გადაწყვეტილება მიუტევებელი დარღვევაა დემოკრატიული პრინციპებისა, თანაც გაცილებით უარესი, იმასთან შედარებით, რაც კი, იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის დროს მომხდარა.
XS
SM
MD
LG