Accessibility links

logo-print

საერთაშორისო თანამეგობრობა გაოგნებული და აღშფოთებულია


საერთაშორისო თანამეგობრობა გაოგნებული და აღშფოთებულია ისრაელში მომხდარი ახალი ტერაქტის გამო,

საერთაშორისო თანამეგობრობა გაოგნებული და აღშფოთებულია ისრაელში მომხდარი ახალი ტერაქტის გამო,
რომლის შედეგად სულ ცოტა 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-ზე მეტი – დაიჭრა. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის სასადილოში დღეს მომხდარი აფეთქება მძაფრად დაგმეს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, 9 დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ”ჰამასმა” აიღო თავის თავზე.
XS
SM
MD
LG