Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაჰა იასინ რამადანმა


ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაჰა იასინ რამადანმა განაცხადა,

ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა თაჰა იასინ რამადანმა განაცხადა,
რომ ვაშინგტონი მაინც განახორციელებს ერაყზე თავდასხმას, თუნდაც ბაღდადმა გაეროს განიარაღების ექსპერტები დააბრუნოს ქვეყანაში. რამადანმა დუბაის ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა ეს დღეს. მან თქვა, რომ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყებით ვაშინგტონს მთელი მსოფლიოს ტერორიზება აქვს განზრახული. დღეს დილით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა რადიოსადგურ ”ბიბისისათვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის მიზანია ამჟამინდელი რეჟიმის შეცვლა ერაყში, მიუხედავად იმისა, დაუშვებს თუ არა ბაღდადი ქვეყანაში გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებას.
XS
SM
MD
LG