Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკება აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს


მოლაპარაკება აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის

მოლაპარაკება აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის
დაბა სადარაქში, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან დღეს მოლაპარაკება გაიმართა პრეზიდენტებს: ჰეიდარ ალიევსა და რობერტ ქოჩარიანს შორის. დღის წესრიგის მთავარი საკითხი, როგორც კორესპონდენტებმა განაცხადეს, მთიანი ყარაბაღის თაობაზე არსებული უთანხმოების მოგვარება იყო. სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა კომპრომისულ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. ხოლო აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ გულიევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გარიგება კავკასიის ამ ორ რესპუბლიკას შორის, აზერბაიჯანის შემადგენლობაში მთიანი ყარაბაღის დაბრუნებას უნდა ითვალისწინებდეს.
XS
SM
MD
LG