Accessibility links

logo-print

პოლიციამ დღეს ბრიტანეთში დააპატიმრა მამაკაცი


პოლიციამ დღეს ბრიტანეთში დააპატიმრა მამაკაცი და ქალი,

პოლიციამ დღეს ბრიტანეთში დააპატიმრა მამაკაცი და ქალი,
რომლებიც ორი მოსწავლე გოგონას გატაცებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. 10 წლის ჯესიკა ჩეპმენი და ამავე ასაკის ჰოლლი უელსი 4 აგვისტოს დაიკარგნენ კემბრიჯშირის საგრაფოს სოფელ სოემში. ინტენსიური ძებნის მიუხედავად, პოლიციამ დღემდე ვერ მიაკვლია გოგონების ადგილსამყოფელს. პარასკევს პოლიციამ დააპატიმრა 28 წლის მამაკაცი და მისი, 25-წლის მეგობარი ქალი. ორივე იმ სკოლაში მსახურობს, სადაც დაკარგული გოგონები სწავლობდნენ. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, სკოლაში ჩატარებული ხრეკვის დროს ნახეს მეტად მნიშვნელოვანი ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც გამოსაძიებლად გადაეცა ლაბორატორიას.
XS
SM
MD
LG