Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სპესამსახურების თანახმად, ცნობილმა პალესტინელმა


ერაყის სპესამსახურების თანახმად, ცნობილმა პალესტინელმა ტერორისტმა აბუ ნიდალმა პირში გასროლით მოიკლა თავი.

ერაყის სპესამსახურების თანახმად, ცნობილმა პალესტინელმა ტერორისტმა აბუ ნიდალმა პირში გასროლით მოიკლა თავი.
სპეცსამსახურების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნიდალმა არალეგალურად შეაღწია ერაყში ინდოეთის გავლით. მას იემენის პასპორტი ჰქონდა. როცა მასთან პოლიცია მივიდა ბაღდადის სამმართველოში დაკითხვისთვის წასაყვანად, ნიდალმა ტანსაცმლის გამოცვლის ნება ითხოვა და სხვა ოთახში გავიდა, რის შემდეგაც გაისმა გასროლა. 65 წლის აბუ ნიდალი მიიყვანეს ჰოსპიტალში, სადაც რვა საათის შემდეგ გარდაიცვალა. პალესტინური წყაროების თანახმად, ნიდალის ტყვიებით დაცხრილული სხეული მის საკუთარ ბინაში იპოვეს. ოპოზიციურმა ორგანიზაცია ”ერაყის ეროვნულმა კონგრესმა”, რომელსაც ლონდონში აქვს შტაბ-ბინა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბუ ნიდალი პირადად სადამ ჰუსეინის განკარგულებით იქნა მოკლული. ნიდალი თავის დროზე ხელმძღვანელობდა ”ფათჰის რევოლუციურ საბჭოს” – რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც 1974 წელს გამოეყო პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციას.
XS
SM
MD
LG