Accessibility links

logo-print

15 აგვისტოს ზნაურის რაიონში გატაცებული


15 აგვისტოს ზნაურის რაიონში გატაცებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბ დურგლიშვილის მოსაძებნად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალების სარდლობა

15 აგვისტოს ზნაურის რაიონში გატაცებული ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბ დურგლიშვილის მოსაძებნად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალების სარდლობა
ახალი საგანგებო ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. სამშვიდობო ძალების სარდლის, ვასილი პრიზემლინის თქმით, სპეცოპერაცია მაშინ ჩატარდება, როცა გაჩნდება მონაცემები გატაცებულის ადგილსამყოფლის შესახებ. ასეთი მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ მშვიდობისდამცველთა დაზვერვა და მხარეთა სამართალდამცავი ორგანოები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენო – უთხრა პრიზემლინმა პრაიმ-ნიუსის სააგენტოს. სამშვიდობო ძალების მიერ ახალგორის რაიონში განხორციელებულმა ოპერაციამ, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, საქართველოს მხარის პროტესტი გამოიწვია, რადგან იგი მასთან შეუთანხმებლად და თან კონფლიქტის ზონის გარეთ ჩატარდა.
XS
SM
MD
LG