Accessibility links

logo-print

შვეციის პოლიცია იძიებს, აქვს თუ


შვეციის პოლიცია იძიებს, აქვს თუ არა ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი ამ ქვეყნის 28 წლის მოქალაქეს,

შვეციის პოლიცია იძიებს, აქვს თუ არა ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირი ამ ქვეყნის 28 წლის მოქალაქეს,
რომელიც ბრიტანეთში მიმავალ თვითმფრინავში იარაღის შეტანას ცდილობდა. ეჭვმიტანილი, ტუნისური წარმოშობის მოქალაქე, თავის ხელბარგით თივთმფრინავში იარაღის შეტანას ცდილობდა. მას შეიძლება თვითმფრინავის გატაცების მცდელობის და იარაღის უკანონო ტარების ბრალდება წაუყენონ.
თვითონ ეჭვმიტანილი აცხადებს, რომ იარაღის შესახებ არაფერი იცოდა.
ლონდონის ეს რეისი 8 საათით გადაიდო, მისი ოცი მგზავრი ინგლისში, ბირმინგემში მიფრინავდა, ისლამურ კონფერენციაზე დასასწრებად.
XS
SM
MD
LG