Accessibility links

logo-print

სააგენტო ირნას ცნობით, ირანის რეფორმისტი


სააგენტო ირნას ცნობით, ირანის რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის უახლოესი მოკავშირე,

სააგენტო ირნას ცნობით, ირანის რეფორმისტი პრეზიდენტის, მოჰამად ხათამის უახლოესი მოკავშირე,
ისლამის შეურაცყოფის ბრალდებით, დახურული სასამართლოს წინაშე წარსდგა დღეს თეირანში. ცნობილი თეოლოგი და პოლიტიკური აქტივისტი ჰაშემ აღაჯარი ამ თვის დასაწყისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მიტინგზე ქალაქ ჰამედანში, რადიკალური რელიგიური რეფორმების მოწოდებით გამოვიდა. აღაჯარიმ მოუწოდა ამასთანავე შიიტ მაჰმადიანებს ”ბრმად არ მისდიონ” თავიანთ რელიგიურ ლიდერებს, რითაც კონსერვატორი მოლების განრისხება გამოიწვია. თუ სასამართლომ სცნო იგი დამნაშავედ, ყოფილ რევოლუციონერს, რომელიც ხეიბარი გახდა ერაყთან 80-იან წლებში მომხდარი ომის დროს, აღაჯარის -სიკვდილით დასჯა ემუქრება. ჰაშემ აღაჯარი წამყვანი ფიგურაა ხათამის რეფორმისტულ მოძრაობაში და სტუდენტებსა და ისლამისტ ინტელექტუალთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG