Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა ხელისუფლებას


ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა ხელისუფლებას მოუწოდა, სამთავრობო კრიზისისგან თავის დასაღწევად საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

ავსტრიის კანცლერმა ვოლფგანგ შიუსელმა ხელისუფლებას მოუწოდა, სამთავრობო კრიზისისგან თავის დასაღწევად საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.
შიუსელმა გამოთქვა წინადადება, პარლამენტი რაც შეიძლება მალე – 19 სექტემბრისთვის დაიშალოს. კანცლერმა აღნიშნა, რომ მმართველი კოალიციის შენარჩუნება შეუძლებელია – მისი ერთ-ერთი წევრის, ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის მოქმედების გამო. ამ პარტიის წევრი სამი მინისტრი გადადგა, დათმო რა შიდაპარტიული დავა ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის იორგ ჰაიდერის მომხრეებთან. ვარაუდობენ, რომ ვადამდელი არჩევნები ნოემბრის მიწურულს ან დეკემბრის დამდეგს გაიმართება.
XS
SM
MD
LG