Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუშმა გაეროს მოუწოდა ვაშინგტონის


ჯორჯ ბუშმა გაეროს მოუწოდა ვაშინგტონის მხარდაჭერისაკენ ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის დამხობის საქმეში.

ჯორჯ ბუშმა გაეროს მოუწოდა ვაშინგტონის მხარდაჭერისაკენ ერაყის ლიდერ სადამ ჰუსეინის დამხობის საქმეში.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ბაღდადი არ ასრულებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც მიმართულია მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის წინააღმდეგ. ბუშის სიტყვებით, არ შეიძლება, მსოფლიოს ლიდერები განზე იდგნენ და არაფერი მოიმოქმედონ, როცა საფრთხე სულ უფრო იზრდება - მათ ამოქმედება ჰმართებთ, რათა ხელისუფლებას ჩამოაშორონ სადამი, რომელსაც უკვე დაკარგული აქვს პოლიტიკური ლეგიტიმურობა. ბუშის თქმით: [ჯორჯ ბუშის ხმა]”არ შეიძლება განზე დავდგეთ, როცა საფრთხე სულ უფრო იზრდება. უნდა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება, კაცობრიობის მარადიული უფლებები და იმედები. ამერიკის შეერთებული შტატები ამას გააკეთებს და თქვენც, გაეროს დელეგატებო, გაქვთ უფლებამოსილება, ამ პოზიციაზე დადგეთ”. როგორც ბუშმა აღნიშნა, გაერო თავისი მისიის ერთგული იქნება, თუ ხორცს შეასხამს თავის რეზოლუციებს ერაყის წინააღმდეგ. ბუშის განცხადების პოლიტიკური ფონია მრავალი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის მოკავშირეების ლიდერების უარყოფითი დამოკიდებულება ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიმართ.
XS
SM
MD
LG