Accessibility links

logo-print

თელ-ავივში 6 ადამიანი დაიღუპა და


თელ-ავივში 6 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო.

თელ-ავივში 6 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო.
თავდასხმის პასუხისმგებლობა იკისრა რადიკალურ ორგანიზაცია ჰამასში შემავალმა გასამხედროებულმა დაჯგუფებამ. პალესტინელთა ხელმძღვანელობამ დაგმო ეს თავდასხმა და პალესტინელების ყველა ორგანიზაციას მოუწოდა მისი ასევე დაგმობისაკენ. ხოლო როგორც ისრაელის მთავრობის მრჩეველმა რაანან გისინმა თქვა,[გისინის ხმა]”ჩვენ ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ ესკალაციის აღსაკვეთად და არ მივცემთ ტერორისტებს მოქმედების გაგრძელების საშუალებას. იმედი გვაქვს, რომ პალესტინელების მხარეზე გამოჩნდება ვინმე, ვინც პასუხისმგებლობას იკისრებს და მიიღებს ზომებს ტერორისტების წინააღმდეგ.” მოგვიანებით ისრაელის ტანკებმა ალყა შემოარტყეს პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის შტაბბინას რამალაჰში.
როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე პალესტინელების დელეგაციის მეთაური, საებ ერექათი ამბობს, მას შტაბ-ბინიდან არაფატმა დაურეკა და უთხრა, რომ ისრაელის ჯარები ცეცხლს უშენენ შტაბ-ბინის შენობებს. ასევე ერექათის თქმით, არაფატი არ დაშავებულა, მაგრამ მსუბუქად არის დაჭრილი მისი ორი მცველი.
XS
SM
MD
LG