Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა


საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის სხდომაზე განაცხადა,

საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის სხდომაზე განაცხადა,
რომ რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევამ და ქვეყნის ტერიტორიაზე საავიაციო დარტყმების განხორციელებამ ,,პერმანენტული ხასიათი” მიიღო. ამასთან, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება, ,,საქართველოსადმი ღია აგრესიას” წარმოადგენს, - აღნიშნა მან. მინისტრის თქმით, რუსეთის ხელისუფლება და მასმედიის საშუალებები საქართველოსგან ,,მტრის ხატს” ქმნიან, რამდენადაც ქართველებს ,,ტერორისტთა მფარველობასა და ჩეჩნეთის ომის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ”. ,,რუსეთის ქმედება არა მხოლოდ რეგიონის მშვიდობიანობასა და სტაბილურობას ემუქრება, არამედ საერთაშორისო ექსტრემიზმთან ანტიტერორისტული კოალიციის ძალისხმევას აფერხებს”, - აცხადებს მენაღარიშვილი.
XS
SM
MD
LG