Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში


პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში გასული კვირის მანძილზე დაკავებული 12 ჩეჩნიდან ორის საქმე საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა.

პანკისის ხეობაში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში გასული კვირის მანძილზე დაკავებული 12 ჩეჩნიდან ორის საქმე საგამოძიებო ორგანოებს გადაეცა.
როგორც პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტი იუწყება, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსმა ზურაბ ტუშურმა მასთან საუბარში თავი შეიკავა აღნიშნული პირების მამხილებელ დოკუმენტებზე საუბრისგან და განაცხადა, რომ მათ ბრალეულობას შეფასებას შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები მისცემენ. პანკისის ხეობის სოფლებში ხალაწანში, ზემო და შუა ხალაწანში გასულ კვირაში ჩატარებული ოპერაციის დროს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არქონის გამო, 12 ჩეჩენი მამაკაცი დააკავეს. საფილტრაციო ჯგუფის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ 12 დაკავებულიდან ათი ლტოლვილი იყო და ისინი გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG