Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა დაძაბულობის გამწვავებაში


ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა დაძაბულობის გამწვავებაში ქაშმირის შტატში, სადაც ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.

ინდოეთმა პაკისტანი დაადანაშაულა დაძაბულობის გამწვავებაში ქაშმირის შტატში, სადაც ადგილობრივი პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს.
ბოლო ორი დღის მანძილზე, ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად, ქაშმირში დაიღუპა 23 და დაიჭრა 24 ადამიანი. როგორც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ატალ ბეჰარი ვაჯპაი ამტკიცებს, პაკისტანი საკმარისად არ ზრუნავს პაკისტანის ტერიტორიაზე განთავსებულ ტერორისტთა ასალაგმად. სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ არჩევნებს ჩაშლიან. კენჭისყრის მორიგი ტური სამშაბათს უნდა გაიმართოს. სულ არჩევნები ოთხ ეტაპად ტარდება.
XS
SM
MD
LG