Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ მიკულაშ ძურინდას დემოკრატიულმა


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ მიკულაშ ძურინდას დემოკრატიულმა და ქრისტიანულმა კავშირმა და კიდევ სამმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ მოილაპარაკეს,

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ მიკულაშ ძურინდას დემოკრატიულმა და ქრისტიანულმა კავშირმა და კიდევ სამმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ მოილაპარაკეს,
რომ ახალ მთავრობას ჩამოაყალიბებენ. შაბათს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ამ ოთხ პარტიას ერთად 150-დან 78 მანდატი ერგო. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ მეჩიარის პარტიას ამომრჩეველთა 19 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი, მაგრამ ეს პარტია იზოლაციაში აღმოჩნდა და კოალიციის შესაქმნელად პარტნიორების მოძებნა ვერ მოახერხა. არჩევნებამდე დასავლეთის ქვეყნები აცხადებდნენ, რომ მეჩიარის გამარჯვების შემთხვევაში საფრთხის წინაშე აღმოჩნდება სლოვაკეთის გაწევრიანება ნატოში. მეჩიარის მმართველობის პერიოდში, 1994-98 წლებში, სლოვაკეთში ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკა ტარდებოდა.
XS
SM
MD
LG