Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა და


იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა და იუგოსლავიის მთავრობის ვიცე-პრემიერი მიროლიუბ ლაბუსი სერბიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ.

იუგოსლავიის პრეზიდენტი ვოისლავ კოშტუნიცა და იუგოსლავიის მთავრობის ვიცე-პრემიერი მიროლიუბ ლაბუსი სერბიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ.
წინასწარი მონაცემებით, გუშინ გამართულ პირველ ტურში კოშტუნიცას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 31-მა პროცენტმა, ხოლო ლაბუსს – 28 პროცენტმა. მესამე ადგილზე გავიდა რადიკალი ნაციონალისტი ვოისლავ შეშელი, რომელმაც ხმების 22 პროცენტი მოაგროვა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 55-მა პროცენტმა. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, რომლის წარმომადგენლები არჩევნებს მეთვალყურეობდნენ, განაცხადა, რომ კენჭისყრის პროცესი ძირითადად შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა აღინიშნა უმნიშვნელო დარღვევებიც. მეორე ტური 13 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG