Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, ერაყი კვლავინდებურად ცეცხლს უხსნის ამერიკისა და ბრიტანეთის თვითმფრინავებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის განცხადებით, ერაყი კვლავინდებურად ცეცხლს უხსნის ამერიკისა და ბრიტანეთის თვითმფრინავებს
ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში შექმნილ ე.წ. “ფრენისთვის აკრძალულ ზონებში”. პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დასძინა, რომ ეს ინციდენტები ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი არაფრად აგდებს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს. დღესვე, ვენაში დაიწყო გაეროსა და ერაყის ოფიციალურ წარმომადგენელთა მოლაპარაკება ამ ქვეყანაში განიარაღების ექსპერტთა მუშაობის განახლების საკითხზე. გაეროს ექსპერტთა საგანგებო კომისიის თავმჯდომარის ჰანს ბლიქსის ცნობით, განიხილება ინსპექტორთა მუშაობასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინსპექტორთა დაუბრკოლებელ შესვლას ერაყის ყველა სამხედრო ობიექტზე; აგრეთვე, ზოგიერთი საპრეზიდენტო რეზიდენციის დათვალიერების საკითხს (ეს რეზიდენციები, არაერთი ცნობით, სამხედრო მიზნებით გამოიყენება). ორი კვირის წინათ ბაღდადმა უპირობოდ განაცხადა თანხმობა, ერაყში განახლებულ იქნეს გაეროს განიარაღების ექსპერტთა მუშაობა.
XS
SM
MD
LG