Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის


პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინის ათდღიანი ბლოკადის დამთავრების შემდეგ ძალადობის აქტები გრძელდება

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერის იასირ არაფატის შტაბ-ბინის ათდღიანი ბლოკადის დამთავრების შემდეგ ძალადობის აქტები გრძელდება
როგორც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ისე ღაზის სექტორში. პალესტინელთა წყაროების ცნობით, ქალაქ ნაბლუსში, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში, ისრაელის სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლი გაუხსნეს ბავშვების ჯგუფს. მოკლულ იქნა ერთი, ხოლო დაიჭრა 20-მდე სასკოლო ასაკის ბავშვი. რამალაში ისრაელის ჯარი კვლავინდებურად აკონტროლებს არაფატის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიას, რათა არ დაუშვას შენობაში დამალული ათობით პალესტინელი ტერორისტის გაქცევა. პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შტაბ-ბინის ბლოკადის მოხსნის შემდეგ ამ ადამიანებმა შენობა დატოვეს. დღეს პალესტინელთა ტერიტორიებზე არაფატის მხარდამჭერი დემონსტრაციები გაიმართა. ათასამდე დემონსტრანტი შეიკრიბა ჰებრონში, 700-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბეთლემში გამართულ ანალოგიურ აქციაში.
XS
SM
MD
LG