Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერჯერობით გაურკვეველია საფრანგეთის ტანკერზე მომხდარი


ჯერჯერობით გაურკვეველია საფრანგეთის ტანკერზე მომხდარი აფეთქების მიზეზი. ურთიერსაწინააღმდეგო ცნობები მოდის იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია აფეთქება

ჯერჯერობით გაურკვეველია საფრანგეთის ტანკერზე მომხდარი აფეთქების მიზეზი. ურთიერსაწინააღმდეგო ცნობები მოდის იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია აფეთქება
საფრანგეთის ტანკერზე, რომელიც რეიდზე იდგა იემენის ნავსადგურ ელ-მუქალაში. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია ფრანგი დიპლომატის მიერ იემენში ადრე გაკეთებული განცხადება, რომ საფრანგეთის ტანკერს დანაღმული პატარა ნავი შეეჯახა. იემენის ხელისუფლება აცხადებს, რომ აფეთქება ტანკერზე, ნავთობის გაჟონვამ გამოიწვია. ტანკერის 25-კაციანი ეკიპაჟის 16 წევრი - საავადმყოფოშია მოთავსებული. ორი წლის წინათ, იემენის ნავსადგურ ადენში, ისლამისტმა თვითმკვლელმა ტერორისტებმა დანაღმული ნავი დააჯახეს ამერიკის საბრძოლო ხომალდს "კოულს". შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მონაცემებით, ეს თავდასხმა ადენში, რამაც 17 ამერიკელი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა, ტერორისტულმა ორგანიზაცია "ალ-ყაიდამ" მოაწყო. ისლამისტმა ტერორისტებმა 2 წლის წინათ ამერიკის ესმინეც ”კოულზე” იემენის ნავსადგურ ადენში. შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მონაცემებით, ეს თავდასხმა, რამაც 17 ამერიკელი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა, ტერორისტულმა ორგანიზაცია ”ალ-ყაიდამ” მოაწყო.
XS
SM
MD
LG