Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭოში თითქმის მიღწეულია


გაეროს უშიშროების საბჭოში თითქმის მიღწეულია კომპრომისული შეთანხმება

გაეროს უშიშროების საბჭოში თითქმის მიღწეულია კომპრომისული შეთანხმება
ერაყში განიარაღების საერთაშორისო კომისიის გაგზავნის თაობაზე. საბჭოს ღია სხდომაზე სწორედ ეს საკითხი განიხილება. უშიშროების საბჭოს წევრებმა კენჭი უნდა უყარონ რეზოლუციას, რომელიც განიარაღების ექსპერტთა დაბრუნებას ითვალისწინებს ერაყში იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ბაღდადის მტკიცება, რომ ქვეყანას აღარ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი. როგორც დიპლომატები იუწყებიან, აშშ-მა მხედველობაში მიიღო რუსეთისა და საფრანგეთის სურვილი და აღარ მოითხოვს, რომ ახალი რეზოლუციით სამხედრო ძალის გამოყენება იქნეს ნებადართული ერაყის წინააღმდეგ, თუ ბაღდადი განიარაღების ექსპერტთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა დღეს განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს დაუჭერს უშიშროების საბჭოს ახალი სხდომის მოწვევას, თუ ერაყი რაიმე დაბრკოლებას შეუქმნის ექსპერტებს, და მაშინ უკვე უფრო მკაცრ სანქციებს, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებასაც მიემხრობა.
XS
SM
MD
LG