Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანმა კოსოვოს ხელისუფლება გააკრიტიკა


კოფი ანანმა კოსოვოს ხელისუფლება გააკრიტიკა

კოფი ანანმა კოსოვოს ხელისუფლება გააკრიტიკა
კოსოვოს ხელისუფლება პროვინციის ალბანურ მოსახლეობას უთმობს მეტ ყურადღებას, ვიდრე სერბებსა და სხვა ეთნიკურ უმცირესობებს. ამის შესახებ ნათქვამია საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც უშიშროების საბჭოს წარუდგინა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა. მოხსენება კოსოვოს ალბანელ ლიდერებს მოუწოდებს - ყველა ღონე იხმარონიმისთვის, რათა ადგილობრივი დაწესებულებები თანაბრად მოემსახურონ კოსოვოს ყველა სათვისტომოს. კოფი ანანმა გააკრიტიკა პროვინციის პარლამენტი, რომელმაც არ მიიღო სერბი დეპუტატების წინადადება, რომ ქალაქ მიტროვიცის სერბიული უნივერსიტეტი კოსოვოს ერთიანი განათლების სისტემაში ყოფილიყო ჩართული. მოხსენებაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არასაკმარის სახსრებს გამოყოფს ეთნიკურ უმცირესობათა საჭიროებისთვის.
XS
SM
MD
LG