Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა


დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა,

დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა,
რომლის ქვეყანა ევროკავშირს თავმჯდომარეობს, გამოთქვა იმედი, რომ ხვალინდელ რეფერენდუმზე ირლანდიის მოსახლეობა ევროკავშირის გაფართოებას დაუჭერს მხარს. რასმუსენმა განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოთა გაწევრიანება ევროკავშირში კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდება. ირლანდია – ერთადერთი ქვეყანაა ევროკავშირში, რომელსაც დღემდე არ მოუხდენია ამ კავშირის რეფორმირების თაობაზე დადებული ხელშეკრულების რატიფიკაცია. რეფერენდუმი ამ საკითხზე უკვე მეორედ ეწყობა ირლანდიაში. გასულ წელს, ირლანდიელებმა უარყვეს ევროკავშირის გაფართოების წინადადება.
XS
SM
MD
LG