Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მას შემდეგ, რაც პარასკევს ავტობუსში


მას შემდეგ, რაც პარასკევს ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 – დაიჭრა,

მას შემდეგ, რაც პარასკევს ავტობუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 – დაიჭრა,
ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია აროიომ სიმშვიდისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას. სატელევიზიო მიმართვაში აროიომ მოუწოდა თანამემამულეებს - მშვიდი, ნორმალური ცხოვრებით გამოწვევა გამოუცხადონ ტერორიზმს. მთავრობის საგანგებო სხდომაზე, რომელსაც უშიშროების უწყებათა თანამშრომლები ესწრებოდნენ, ამასწინანდელი ტერაქტების გამოძიების მსვლელობა იქნა განხილული. ხუთშაბათს, ქალაქ ზამბოანგას მაღაზიებში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა 7 და ასამდე ადამიანი დაიჭრა. დღეს მანილაში ისლამისტთა ექსტრემისტული დაჯგუფების, ”აბუ საიაფის” ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრეს. იგი, 2000 წლის აპრილში უცხოელი ტურისტებისა და ადგილობრივ მკვიდრთა გატაცებაშია ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG