Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მკაცრ პროტესტს უცხადებს დანიის


რუსეთი მკაცრ პროტესტს უცხადებს დანიის ხელისუფლებას მომავალი კვირის დასაწყისში კოპენჰაგენში დაგეგმილი "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" დაშვების გამო.

რუსეთი მკაცრ პროტესტს უცხადებს დანიის ხელისუფლებას მომავალი კვირის დასაწყისში კოპენჰაგენში დაგეგმილი "ჩეჩენთა მსოფლიო კონგრესის" დაშვების გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა რუსეთში დანიის ელჩს განუცხადა, რომ აღნიშნული კონგრესის ჩატარება სათუოს გახდის რუსეთისა და დანიის პრეზიდენტების ორმხრივ ვიზიტებს და აგრეთვე რუსეთი-ევროკავშირის სამიტის ჩატარებას, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის მხრივ განაცხადა, რომ დანიის კონსტიტუციით ხელისუფლებას არ აქვს უფლება ჩაერიოს საზოგადოებრივ ღონისძიებაში, რომელიც კანონის დაცვით ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები ჩეჩნური დიასპორა და ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევის დანიური ცენტრი არიან.
XS
SM
MD
LG