Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის თეატრალურ ცენტრში განხორციელებული სპეცოპერაციის


მოსკოვის თეატრალურ ცენტრში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს რუსეთის სპეცრაზმებმა იხმარეს გაზი, რომელიც ფართოდ გამოიყენება

მოსკოვის თეატრალურ ცენტრში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს რუსეთის სპეცრაზმებმა იხმარეს გაზი, რომელიც ფართოდ გამოიყენება
სამკურნალო პრაქტიკაში და ანესთეტიკური მოქმედება ახასიათებს, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა იური შევჩენკომ. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას არ დაურღვევია საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. შევჩენკომ უარყო რუსეთის რიგი პოლიტიკოსისა და მედიის ბრალდება, რომ ექიმები არ იყვნენ მზად დაზარალებულთა საშველად. მისი სიტყვებით, მომზადდა ათასზე მეტი ანტიდოტი – წამლები, რომლებიც გაზის ზემოქმედებას აქარწყლებს.
XS
SM
MD
LG