Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მესამე


რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მესამე მოსმენით მიიღო შესწორებები ამჟამად მოქმედ კანონში, რომელიც ზღუდავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დღეს მესამე მოსმენით მიიღო შესწორებები ამჟამად მოქმედ კანონში, რომელიც ზღუდავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა
მოქმედებას ანტიტერორისტული ოპერაციების გაშუქებისას. კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 231-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 106. ლიბერალური უმცირესობის აზრით, კანონპროექტის მიღება, ფაქტობრივად, რუსეთში ცენზურის შემოღებას ნიშნავს. დღესვე, კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, რომ მოკლული ტერორისტების გვამებს დასაკრძალად აღარ დაუბრუნებენ დაღუპულთა ოჯახებს და მოკლულთა დაკრძალვა ანონიმურად მოხდება.
XS
SM
MD
LG