Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს ყაზახეთში ოპოზიციონერ


ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს ყაზახეთში ოპოზიციონერ ჟურნალისტ სერგეი დუვანოვთან დაკავშირებული მოვლენების გამო.

ეუთო შეშფოთებას გამოთქვამს ყაზახეთში ოპოზიციონერ ჟურნალისტ სერგეი დუვანოვთან დაკავშირებული მოვლენების გამო.
დუვანოვს დღეს 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში დუვანოვს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ეუთოს წარმომადგენელ ფრაიმუტ დუვეს განცხადებით, დუვანოვის საქმის დეტალები მიუთითებს იმაზე, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად არის მოტივირებული. საქმე ის არის, რომ დუვანოვის მოქმედებას თვალს ადევნებდა ყაზახეთის უშიშროების სამსახური მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში გამოაქვეყნა სტატიები, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი, ოჯახის წევრები და მასთან დაახლოებული სხვა პირები კორუფციაში იყვნენ დადანაშაულებული. ის გასული თვის მიწურულს დააპატიმრეს, როცა ჟურნალისტი აშშ-ში გასამგზავრებლად ემზადებოდა ყაზახეთში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე სასაუბროდ. გასულ კვირაში დუვანოვმა შიმშილობა გამოაცხადა, და როგორც მისი ვექილები იუწყებიან, თავს ძალიან ცუდად გრძნობს.
XS
SM
MD
LG