Accessibility links

logo-print

ერაყი ცდილობს შეიძინოს ატროპინის მსხვილი


ერაყი ცდილობს შეიძინოს ატროპინის მსხვილი პარტიები

ერაყი ცდილობს შეიძინოს ატროპინის მსხვილი პარტიები
- წამალი, რომელიც ანტიდოტად შეიძლება იქნეს გამოყენებული ნერვულ-პარალიტიკური გაზით მოწამვლის წინააღმდეგ, იტყობინება შეერთებულ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ომის შემთხვევაში ერაყი ასეთი გაზის გამოყენებისთვის ემზადება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ ერაყი აშკარად არ აპირებს განიარაღებას - ხელისუფლება ცდილობს, სასწრაფოდ გადამალოს უსაფრთხო ადგილებზე მასობრივი განადგურების იარაღი.
XS
SM
MD
LG