Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალმში ავტობუსის აფეთქებამ 11 მგზავრის


იერუსალმში ავტობუსის აფეთქებამ 11 მგზავრის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი.

იერუსალმში ავტობუსის აფეთქებამ 11 მგზავრის სიცოცხლე შეიწირა. დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი.
პალესტინელთა ხელმძღვანელობამ დაგმო ეს თავდასხმა, რომელიც თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა. თავდასხმის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტული ისლამური ორგანიზაცია "ჰამასის" გასამხედროებულმა ფრთამ. ე.წ. "იზ-ელ-დინ ალ-ყასამის ბრიგადების" განცხადებით, მან განახორციელა აფეთქება და მომავალში კიდევ უფრო დიდ თავდასხმებს მოაწყობს.
როგორც ჰამასის პრეს-მდივანმა ისმაილ აბუ შანაბმა თქვა, პალესტინელი თვითმკვლელი მოიერიშის მოქმედება იყო საპასუხო ნაბიჯი, რომელიც ისრაელის ჯარისკაცების მიერ გასული ორი დღის მანძილზე სულ ცოტა 7 პალესტინელი სამოქალაქო პირის დახოცვას მოჰყვა. შანაბმა ისრაელი დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციაში: [შანაბის ხმა] "ვფიქრობ, ამ ესკალაციის პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება. ჩვენ თავისუფლებისათვის ვიბრძვით. მტკიცედა გვაქვს გადაწყვეტილი, თავისუფლების მოპოვებამდე გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა". დღევანდელი აფეთქება მრავალი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დაგმეს.
XS
SM
MD
LG