Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკვე მეოთხე დღეა ნიგერიაში არ


უკვე მეოთხე დღეა ნიგერიაში არ წყდება სისხლიანი შეტაკებები ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის.

უკვე მეოთხე დღეა ნიგერიაში არ წყდება სისხლიანი შეტაკებები ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, დაღუპულია ასზე მეტი ადამიანი, და კიდევ ხუთასამდე სხვაა დაჭრილი. ათასობით ნიგერიელმა მიტოვა საკუთარი სახლ-კარი და დედაქალაქს მიაშურა, სადაც ვითარებას ჯარი აკონტროლებს. არეულობა აფრიკის ამ სახელმწიფოში სილამაზის კონკურსის, "მის მსოფლიოს" ჩატარებამ გამოიწვია. კონკურსის ფინალი, 7 დეკემბერს რომ უნდა გამართულიყო ნიგერიაში, ორგანიზატორებმა ლონდონში გადაიტანეს.
XS
SM
MD
LG