Accessibility links

logo-print

ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრს ლოიოლა დე


ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრს ლოიოლა დე პალასიოს მიაჩნია,

ევროკავშირის ხელმძღვანელობის წევრს ლოიოლა დე პალასიოს მიაჩნია,
რომ შეიძლებოდა ესპანეთის სანაპიროსთან ნავთობმზიდი ტანკერის "პრესტიჟის" კატასტროფის თავიდან აცილება. ჟურნალ "ფიგაროსათვის" მიცემულ ინტერვიუში პალასიომ განაცხადა, რომ 1999 წელს, როცა "პრესტიჟის" მსგავს ტანკერს შეემთხვა ავარია, წამოყენებულ იქნა წინადადება, რომ სასწრაფოდ ჩამოეწერათ ამგვარი კონსტრუქციის ხომალდები. მაგრამ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი არ დაუჭირეს ამ წინადადებას. "პრესტიჟის" კატასტროფის შედეგად ესპანეთის სანაპიროს ასობით კილომეტრი - გაბინძურებულია. ნაპირს კიდევ ერთი - ნავთობის ყველაზე დიდი ლაქა უახლოვდება.
XS
SM
MD
LG