Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ანგარიში ერაყში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 2 დეკემბერს ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ანგარიში ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების სისტემატური წამების,

სიკვდილით დასჯისა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევების შესახებ.

კვირას, 8 დეკემბერს ერაყმა უნდა წარუდგინოს გაეროს უშიშროების საბჭოს თავისი არსენალის შესახებ დეტალური ანაგრიში. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ამ ორ ანგარიშს შორის კავშირზე ლაპარაკობენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფებს არაფერი აქვთ სათქმელი 23-მ გვერდიანი ანაგრიშის შინაარსის შესახებ. მასში მოყვანილი კარგად დოკუმენტირებული ინფორმაცია თვით ამ ჯგუფების მიერ შეგროვილ ფაქტებს ეფუძნება. ეჭვს იწვევს მხოლოდ მისი გამოქვეყნების მოტივები.
ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩის" ახლო აღმოსავლეთის განყოფილების ლონდონის ოფისის დირექტორმა ჰანია მუფტიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, როგორც ჩანს, აპირებს ამის გამოყენებას სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად.

"ეს ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა ერაყისთვის დადგენილი ბოლო ვადამდე რამდენიმე დღით ადრე, სტრატეგიულ ნაბიჯად გამოიყურება. გარდა ამისა, დოსიე არ შეიცავს რაიმე ახალ ინფორმაციასო," თქვა მუფტიმ.

ბრიტანელი დიპლომატების თქმით, არსებობს უშუალო კავშირი ერაყის განიარაღების კამპანიასა და რეჟიმის სისხლიან ისტორიას შორის.

"ისტორია აჩვენებს, რომ რეჟიმი იყენებდა მასობრივი განადგურების იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. და თუ ეს იარაღი კვლავაც არსებობს, სადამ ჰუსეინმა შეიძლება ის ისევ გამოიყენოს," თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ანგარიშში აღწერილია შედარებით ახლახან მომხდარი შემთხვევები. მაგალითად 2000 წელს ერაყში ენები ამოკვეთეს რამდენიმე ადამიანს, რომელთა შესახებ არსებობდა ეჭვი, რომ მათი გამონათქვამი პრეზიდენტისა და მისი ოჯახისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

ე.წ. "ციხეების გაწმენდის კამპანიის" მსვლელობაში 2500 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს. საჯაროდ მოკვეთეს თავები პროსტიტუციაში ეჭვმიანილ ქალებს.
დოსიეში ნათქვამია, რომ ამ სასჯელის სცენებს გადასცემდა ერაყის ტელევიზია, სხვების დასაშინებლად.

"ცხადია, არსებობს კავშირი ერაყში მასობრივი განადგურების იარაღსა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს შორის... ამჟამად ჩვენი ამოცანაა ამოვიღოთ ეს იარაღი სამხედრო ძალის გამოუყენებლად, თუ მოვახერხებთ ამას," თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მაიკ ო'ბრაინმა, რომელიც ერაყის საქმეებზეა გაპირობებული.

ამასთან, როგორც აღნიშნავს ერაყის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი, ჰუსენი შაჰრისტანი, რომელიც ერაყიდან გამოიქცა, მას შემდეგ, რაც რეჟიმთან სამხედრო თანამშრომლობაზე უარის გამო 12 წელი პატიმრობაში გაატარა, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აღმოჩენა ერაყში ძნელი იქნება, ვინაიდან ის განთავსებულია პატარ-პატარა პარტიებად მობილურ ელემენტებზე, რომლებიც ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვთ.
XS
SM
MD
LG