Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ლტოლვილთა


პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში ბერეიჯში, ისრაელის არმიის ნაწილები შეიჭრენ იქ მცხოვრები ტერორისტი თვითმკვლელების სახლების გასანადგურებლად.

პალესტინელთა ტერიტორიაზე, ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში ბერეიჯში, ისრაელის არმიის ნაწილები შეიჭრენ იქ მცხოვრები ტერორისტი თვითმკვლელების სახლების გასანადგურებლად.
ისრაელის ტანკებს ცეცხლი დაუშინეს პალესტინელებმა. ისრაელის ტანკებმა ჭურვები ესროლეს არეალს, სადაც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ. დახოცილთა შორის არიან გაეროს ორ თანამშრომელი, რომლებიც ლტოლვილთა ბანაკში მსახურობდნენ. გაეროს გენერალურმა მდივანამ კოფი ანამა დაგმო ისრაელის არმიის ქმედება. მან ხაზი გაუსვა ამ ოპერაციის მიუღებლობას განსაკუთრებით მაშინ, როცა მაჰმადიანები რამადანის დასარულს აღნიშნავენ.
იასირ არაფატის მრჩეველმა აბუ რუდეინამ ისრაელის ტერორი უწოდა მომხდარს. ევროპის კავშირის წარმომადგენელმა დანიის საგარეო საქეთა მინისტრმა პერ მიოლერმა თქვა, რომ ისრაელისთვის უარესი შედეგი მოჰყვება ამგვარ ქმედებას, როცა ის გადაჭარბებულ ძალას იყენებს პალესტინელთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG