Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ერაყი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ერაყი ფლობს მასობრივი განადგურების იარაღს.
დონალდ რამსფელდმა, რომელიც კატარში იმყოფება, ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ერაყთან დაკავშირებული მთავარი საკითხი ის არის, შეასრულებს თუ არა ერაყი გაეროს რეზოლუციას მისი განიარაღების შესახებ. მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია იმის განსაზღვრა, მიანიშნებს თუ არა ერაყის დეკლარაცია სამხედრო არსენალის შესახებ მის განიარაღებისათვის მზადყოფნაზე. იქვე რამსფელდმა უარყო ბრალდება, თითქოს ვაშინგტონის მუქარა ერაყის წინააღმდეგ ომით დაკავშირებული იყოს ნავთობით დაინტერესებასთან: [რამსფელდის ხმა] "მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ ახლო აღმოსავლეთში ჩვენი ინტერესის საგანი ნავთობია და რომ ბევრი რამ, რაც ტერორიზმთან ომის ფარგლებში ხდება, ნავთობს უკავშირდება. მე ასე არ ვფიქრობ". გაეროს განიარაღების ექსპერტები კი განაგრძობენ ერაყში სამხედრო ობიექტების შემოწმებას. ამჟამად ამ ქვეყანაში 98 ექსპერტი იმყოფება.
XS
SM
MD
LG