Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა


სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დაადასტურა სწრაფვა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისა და რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მჭიდროდ ინტეგრირებისკენ.

სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა დაადასტურა სწრაფვა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებისა და რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მჭიდროდ ინტეგრირებისკენ.
პრაიმ-ნიუსის სააგენტოსთან ინტერვიუში კოკოითმა თქვა, რომ სამხრეთი ოსეთის 80-ათასიანი მოსახლეობიდან 56-მა პროცენტმა უკვე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო დანარჩენებმა შესაბამისი განაცხადი გააკეთეს. მანვე აღნიშნა, რომ "არავითარი პრობლემები არ გააჩნია" სამხრეთი ოსეთის 12-ათასიან ქართულ მოსახლეობასთან დაკავშირებით. ვისაც რუსეთის მოქალაქეობის მიღება სურს, არანაირი წინააღმდეგობა არ ექმნება, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიო - განაცხადა ედუარდ კოკოითმა.
XS
SM
MD
LG