Accessibility links

logo-print

სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი


სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანელი სამხედრო მოსამსახურე. კიდევ სამი ავღანელი ჯარისკაცი დაიჭრა.

სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ავღანელი სამხედრო მოსამსახურე. კიდევ სამი ავღანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ბომბი ავტომანქანაში იყო ჩამონტაჟებული. ამავე დროს, ვრცელდება ცნობები, თითქოს აფეთქება სარაკეტო იერიშის შედეგად მოხდა. ამ ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. ავღანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ეს "ალ ყაიდის" წევრების ან ყოფილი თალიბების ნახელავია.
XS
SM
MD
LG