Accessibility links

logo-print

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება


როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, 55-დან 57-ე ადამიანი დაიღუპა 27 დეკემბერს გროზნოში, როცა ორი დანაღმული ავტომანქანა

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, 55-დან 57-ე ადამიანი დაიღუპა 27 დეკემბერს გროზნოში, როცა ორი დანაღმული ავტომანქანა
ჩეჩნეთის მთავრობის სახლს დაეჯახა; 150-ზე მეტი – დაჭრილია, მათგან ექვსის მდგომარეობა –კრიტიკულია. შაბათს, დაღამებისას, მაშველებმა დროებით შეწყვიტეს ჩეჩნეთის მთავრობის სახლის ნანგრევებში გვამების ძებნა. პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელმა სამხრეთის ფედერალურ ოლქში ვიქტორ კაზანცევმა მკაცრად გააკრიტიკა სამთავრობო კომპლექსის დაცვის უწყების მოქმედება. ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელი ტერორისტები, რომლებმაც ორი დანაღმული ავტომანქანა დააჯახეს ჩეჩნეთის მთარობის სახლს, გროზნოში, რუსეთის სამხედრო ფორმაში იყვნენ გამოწყობილები და ქალაქში გადაადგილების ოფიციალური ნებართვა გააჩნდათ.
XS
SM
MD
LG