Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ბურუნდელი მამაკაცი, რომელიც საბრძნეთში


ორი ბურუნდელი მამაკაცი, რომელიც საბრძნეთში თურქეთიდან შეღწევას ლამობდა, დანაღმულ სასაზღვრო ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ორი ბურუნდელი მამაკაცი, რომელიც საბრძნეთში თურქეთიდან შეღწევას ლამობდა, დანაღმულ სასაზღვრო ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.
საბერძნეთის საინფორმაციო სააგენტო ანას ცნობით, მესამე არალეგალური იმიგრანტი მძიმედ არის დაშავებული - მას საბერძნეთის სასაზღვრო ქალაქ ალექსანდრუპოლისის საავადმყოფოში მკურნალობენ. ნაღმი აფეთქდა თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე გამავალი მდინარის მახლობლად - ამ მდინარეს ბერძნები ევროსს, ხოლო თურქები მერიკს უწოდებენ. საბერძნეთსა და თურქეთს დადებული აქვთ შეთანხმება, რომ ნაღმებისაგან გაწმენდენ მდინარის მიმდებარე ტერიტორიას, მაგრამ მათ საამისოდ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. გასული 12 თვის მანძილზე იქ 8 ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG