Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების


ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებში, თუ პრეზიდენტ პუტინს არ ჩავთვლით, საქართველოს ანექსიის ნიშნები შეიმჩნევა.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებში, თუ პრეზიდენტ პუტინს არ ჩავთვლით, საქართველოს ანექსიის ნიშნები შეიმჩნევა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რეალურ ანექსიამდე ჯერ საკმაოდ შორსაა, მაგრამ საამისოდ სერიოზულად ამზადებენ როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოსახლეობის საზოგადოებრივ აზრს. რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის საკითხს, შევარდნაძის თქმით, "ეს დრო უკვე დიდი ხანია დადგა, მაგრამ მათი გაყვანა ამ ეტაპზე აფხაზეთის წინააღმდეგ ომის დაწყებას ნიშნავს, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას ჯერ არ აქვს". შევარდნაძის თქმით, სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის ვადის გაგრძელებას იგი ხელს არ მოაწერს, ვიდრე არ მოგვარდება აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი. პრეზიდენტმა დასძინა, რომ სოხუმი-სოჭის მარშრუტით სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება. კონფლიქტის ზონაში მოქმედი სამშვიდობო ძალების მანდატის ვადა 31 იანვარს იწურება.
XS
SM
MD
LG