Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პროკურატურამ დღეს თურქეთის მოქალაქე


გერმანიის პროკურატურამ დღეს თურქეთის მოქალაქე მამაკაცს და შეერთებული შტატების მოქალაქე ქალს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მომზადების ბრალდება წაუყენა.

გერმანიის პროკურატურამ დღეს თურქეთის მოქალაქე მამაკაცს და შეერთებული შტატების მოქალაქე ქალს გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზაზე თავდასხმის მომზადების ბრალდება წაუყენა.
ოსმან პეტმეჯი და მისი საცოლე, ასტრიდ ეიზაგირი გასული წლის სექტემბერში დააპატიმრეს. მათ ბინაში ამოჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად გამიზნული დიდძალი რაოდენობის ქიმიკატები. ორივე ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალეულობას. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მათ 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG