Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იანვრის ბოლოსთვის მსოფლიო მიიღებს იმის


იანვრის ბოლოსთვის მსოფლიო მიიღებს იმის საბუთს, რომ ერაყი საბოტაჟს უწევს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობას

იანვრის ბოლოსთვის მსოფლიო მიიღებს იმის საბუთს, რომ ერაყი საბოტაჟს უწევს გაეროს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობას
, განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა. 27 იანვარს ინსპექტორებმა გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა წარუდგინონ საბოლოო დასკვნები ერაყის სამხედრო პროგრამების შესახებ. პაუელის თქმით, შეერთებული შტატები ანგარიშს უწევს სხვა ქვეყნების აზრს იმის თაობაზე, რომ ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად გაეროს სანქციაა საჭირო, მაგრამ ვაშინგტონი მზადაა მის გარეშეც იმოქმედოს.
XS
SM
MD
LG