Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში ისევ უშედეგოდ დამთავრდა საპრეზიდენტო


ჩეხეთში ისევ უშედეგოდ დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები.

ჩეხეთში ისევ უშედეგოდ დამთავრდა საპრეზიდენტო არჩევნები.
პარლამენტის ორივე პალატის წევრთა მონაწილეობით ჩატარებული კენჭისყრის სამი ტურის მიუხედავად, კვლავ უცნობია, ვინ შეცვლის პრეზიდენტის პოსტზე ვაცლავ ჰაველს. კენჭისყრის პირველი ტური მოულოდნელი შედეგით დამთავრდა: პაექრობას გამოეთიშა ბევრის მიერ ფავორიტად მიჩნეული ყოფილი პრემიერ-მინისტრი მილოშ ზემანი. მეორე, შემდეგ კი მესამე ტურებში გავიდნენ ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაცლავ კლაუსი და სენატის წევრი იაროსლავა მოზეროვა. მაგრამ ბოლო ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. კენჭისყრის შედეგი საღამო ხანს გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ლუბომირ ზაორალეკმა: [ზაორალეკის ხმა] "შედეგი ნათელია. მესამე ტურშიც არავინ არის არჩეული. ეს კენჭისყრა დამთავრებულია". მესამე და ბოლო ტურში ვაცლავ კლაუსმა 127 ხმა მოიპოვა - მას 14 ხმა დააკლდა გასამარჯვებლად საჭირო სულ ცოტა 141 ხმის მისაღებად. ხოლო მოზეროვას 65 დეპუტატი მიემხრო. ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენიმე დღეში კიდევ ერთ კენჭისყრას ჩაატარებს, თუ მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რათა პრეზიდენტი ჩეხმა ამომრჩევლებმა აირჩიონ. ვაცლავ ჰაველის პრეზიდენტობის მეორე ხუთწლიანი ვადა 2 თებერვალს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG