Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში გუშინ გამართულ საყოველთაო არჩევნებში


ისრაელში გუშინ გამართულ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მემარჯვენე ლიკუდის პარტიის ლიდერმა,

ისრაელში გუშინ გამართულ საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მემარჯვენე ლიკუდის პარტიის ლიდერმა,
პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, მოწოდება გამოთქვა, შეიქმნას ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომელიც პალესტინელი ექსტრემისტების დანაშაულებრივ სიძულვილს დაუპირისპირდება. ლიკუდის პარტიამ ქვეყნის 120-ადგილიან პარლამენტში - კნესეტში - 37 ადგილი მოიპოვა. მაგრამ შარონი რთული ამოცანის წინაშე დგას: მეორე ადგილზე გასულმა შრომის პარტიამ, რომელსაც 19 სადეპუტატო მანდატი ერგო, ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა კატეგორიული უარი ლიკუდთან კოალიციის შექმნაზე. გუშინდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 4,7 მილიონი ამომრჩევლის 69 პროცენტმა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ისრაელის ისტორიაში. ლიკუდის პარტიის გამარჯვებას პალესტინელთა ლიდერების უკმაყოფილო რეაქცია მოჰყვა. ავტონომიის ხელმძღვანელის, იასერ არაფატის თანაშემწემ ნაბილ აბუ რუდეინამ ისრაელს მოუწოდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს.
XS
SM
MD
LG