Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები განაგრძობენ


გაეროს განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები განაგრძობენ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას.

გაეროს განიარაღების საერთაშორისო ექსპერტები განაგრძობენ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის ძიებას.
დღეს მათ 10 ობიექტი, მათ შორის ბაღდადის მახლობლად მდებარე, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე სამრეწველო საწარმო, უნივერსიტეტის ლაბორატორიები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შეამოწმეს. გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰანს ბლიქსი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი მოჰამედ ელ-ბარადეი მზად არის კვლავ ჩავიდნენ ბაღდადში მოსალაპარაკებლად, მხოლოდ იმ პირობით, თუ ერაყის ხელისუფლება უფრო აქტიურად ითანამშრომლებს განიარაღების ექსპერტებთან. ბლიქსი და ელ-ბარადეი სახელდობრ მოითხოვენ, რომ ექსპერტებმა "უ-2"-ის კლასის სადაზვერვო თვითმფრინავებით ისარგებლონ მასობრივი განადგურების იარაღის ძიებისას, აგრეთვე ოფიციალურ პირთა თანდასწრების გარეშე ესაუბრონ შეიარაღების სფეროში ნამუშევარ ერაყელ სპეციალისტებს.
XS
SM
MD
LG