Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ და ჰოლანდიამ დღეს ოფიციალურად


გერმანიამ და ჰოლანდიამ დღეს ოფიციალურად ჩაიბარეს ავღანეთში, გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა.

გერმანიამ და ჰოლანდიამ დღეს ოფიციალურად ჩაიბარეს ავღანეთში, გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობა.
დედაქალაქ ქაბულში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე თურქმა გენერალმა აკინ ზორლუმ სამშვიდობო ძალების მეთაურობა გადააბარა გერმანელ გენერალს ნორბერტ ვან ჰაისტსა და ჰოლანდიელ გენერალს რობერტ ბერთოლეს. შემდეგი ექვსი თვის მანძილზე სამშვიდობო ჯარს ვან ჰაისტი უხელმძღვანელებს, ხოლო ბერთოლე მისი მოადგილე იქნება. ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალები 2001 წლიდან მოქმედებს და მისი მანდატი ქაბულით შემოიფარგლება. ამ ძალების რიცხობრივი შემადგენლობა 4200 კაცს აღწევს.
XS
SM
MD
LG